თურქული მხარე ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირების საკითხს განიხილავს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საექსტრადიციო პროცედურები უწყების შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყო. მომავალ კვირას კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ოჯახის წევრებსა და უფლებადამცველებს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთშია დაკავებული, მისი საქართველოსათვის გადმოცემის მოთხოვნით კი „ლავასოღლის“ მხარდამჭერები ბათუმში აქციებს მართავენ.